* * * სიცოცხლეში სიცოცხლეს რომ გამადლიან ექსკლიუზივი
გაოცებას აღარ იწვევს შენში...
მხოლოდ მაშინ გაფასებენ სამართლიან
კაცს, როდესაც ვეღარაფერს შეცვლი.
არაფერი გაგეგება, რას ყვებიან,
ჟამი მიდის უნუგეშოდ, მდორედ...
მკვდარს პირდაპირ სამარეში ჩაგყვებიან,
ცოცხალს არვინ შემოგხედავს თორემ!