Litclub.ge

* * * სიცოცხლეში სიცოცხლეს რომ გამადლიან
სიცოცხლეში სიცოცხლეს რომ გამადლიან,
გაოცებას აღარ იწვევს შენში...
მხოლოდ მაშინ გაფასებენ სამართლიან
კაცს, როდესაც ვეღარაფერს შეცვლი.
არაფერი გაგეგება, რას ყვებიან,
ჟამი მიდის უნუგეშოდ, მდორედ...
მკვდარს პირდაპირ სამარეში ჩაგყვებიან,
ცოცხალს არვინ შემოგხედავს თორემ!