დათოს ხსოვნას რატომღაც ყველა გადადგა განზე, მარტო ვარ... გულიც დარდიანია... დადიხართ ვარდით მოფენილ გზაზე, ჩემი გზა - ეკალ-ბარდიანია. როგორ ვიზამო ნუგეში ხვალე, როცა ვგრძნობ: რჭმენაც წარმავალია... აღმობრწყინდება თქვენი მზე მალე, ჩემი მზე - უკვე ჩამავალია.