ღამე. აფთიაქი. ქუჩის ფანარის უაზროდ მბჟუტავი, მიმქრალი ნათება. სიცოცხლე გრძელდება - საშველი არ არის, სიკვდილი მოვა და რა გემართება? გარდაცვალება - ისევ წვალება - თავიდან იწყება, იცვლება რამე? - არხში გაყინული მდინარის ჭავლები, ქუჩა, აფთიაქი, ფანარი, ღამე...