Litclub.ge

* * * ღამე (მთარგმნელი: ნინო სვანიძე)
ღამე. აფთიაქი. ქუჩის ფანარის
უაზროდ მბჟუტავი, მიმქრალი ნათება.
სიცოცხლე გრძელდება -
საშველი არ არის,
სიკვდილი მოვა და რა გემართება?
გარდაცვალება - ისევ წვალება -
თავიდან იწყება, იცვლება რამე? -
არხში გაყინული მდინარის ჭავლები,
ქუჩა, აფთიაქი, ფანარი, ღამე...