ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით, ვისაც ენახა, ყველა მცნობდა. მეკითხებოდნენ, სიკვდილის რა ხარო, სიკვდილი შენი რა არისო. მომწონდა, გავიზრდები, სიკვდილი გამოვალ მეთქი, ან პირიქით, სიკვდილი გამოვალ და გავიზრდები-მეთქი. დღესაც არ მახსოვს, რომელი გადავწყვიტე.