ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით,
ვისაც ენახა, ყველა მცნობდა.
მეკითხებოდნენ, სიკვდილის რა ხარო,
სიკვდილი შენი რა არისო.
მომწონდა,
გავიზრდები, სიკვდილი გამოვალ მეთქი,
ან პირიქით,
სიკვდილი გამოვალ და გავიზრდები-მეთქი.
დღესაც არ მახსოვს, რომელი გადავწყვიტე.