უთრუთაშვილი ჯუმბერ
გაზიარება

მალხაზის ხსოვნას ექსკლიუზივი

ტკივილები ვერ განკურნა დრომა,
კვლავ უხმოდ და უცრემლებოდ ვტირი,
თვითონ მიკვირს ჩემი ფეხზე დგომა,
დაგიდუმდა შენ რომ ენა-პირი.
სიხარული ჩემთვის აღარ არის,
ლექსებიც კი რწმენას ვეღარ მგვრიან,
დავალ კაცი, როგორც ცოცხალ-მკვდარი,
ვეღარ ვუძლებ ამ ცხოვრებას მტვრიანს.
შენ საფლავში გემატება წლები,
მე კი _ გულში ღრუბელივით დარდი,
ბედმა მიტომ შეგიმოკლა გზები,
რომ უფალსაც ჩემებრ შეუყვარდი.

??????