ორი ჩანახატი
* * * ხევიდან ხევზე მიხტოდა ყეფა, ხოლო დამფთხალი, მშიშარა ექო მიცუნცულებდა მელიასავით და მიირთევდა სიჩუმის გრძელ კუდს.
* * * აქა–იქ უკვე პარპალებს შუქი, აქა–იქ თითქოს კოცონებს დგამენ. გაიხსნა მთვარე პარაშუტივით და მსტოვარივით ეშვება ღამე.
|