Litclub.ge

ორი ჩანახატი
* * * 
ხევიდან ხევზე მიხტოდა ყეფა,
ხოლო დამფთხალი, მშიშარა ექო
მიცუნცულებდა მელიასავით
და მიირთევდა სიჩუმის  
                                   გრძელ კუდს.

* * *
აქა–იქ უკვე პარპალებს შუქი,
აქა–იქ თითქოს კოცონებს დგამენ.
გაიხსნა მთვარე პარაშუტივით
და მსტოვარივით ეშვება ღამე.