ქელეხიძე ნანა
გაზიარება

კედელი 

კედელი?
არა.
ხელებსაც კი აღარ ეხები.
ვერც ვერასოდეს მიეყრდენი...
ვინც სიზმარ-სიზმარ დადიოდი თავსხმა წვიმაში,
ვერ მოგაშველა მუჭა მიწა
ვისაც ვერავინ,
კედლები კი არ,
ზოგჯერ დილაც მხრებზე გეშლება-
აგურ - აგურ  და
გული - გულის,
თუ არნდობის წილ...
ფანჯრები?
არა. 
ზოგჯერ კარიც ისე მყიფეა,
ქარსაც არ უჭირს შემოხსნას და
ღიად  დატოვოს...
ჰო,
ზედმეტია გულში ყველა გაჭრილი სივრცე-
გახვალ ერთხელ და
ვერასოდეს  ვერ  დაბრუნდები.


??????