ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მორჩა, _ ინგრევა ფუჭ სიტყვათა... 

მორჩა, _ ინგრევა ფუჭ სიტყვათა

ციხე-კოშკები,

სატკივარებო, მთათა ჩემთა,

როდის მორჩებით?

სულ მიყვარს ცქერა

დაღადრული თქვენი შუბლების,

მიტომ ვამბობ მე,

რასაც მუდამ თქვენ მეუბნებით.

დაბადებულა საქართველო

ათას წლებს მიღმა,

ეს დღევანდელი დაბადება

მე უფრო მიყვარს.

 

1990

??????