ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

ო დედოფალო! 

გარეთ ქარია...
ხორშაკნი ჰქრიან,
ევლება სენაკს ნათლისღებანი,
ო დედოფალო!
სხეული გტკივა,
თუ ცოდვის შვილთა შეცოდებანი?!
... ვიწრო სენაკში შუქად კიაფობ,
ამაყობ კიდეც გულის წიაღში.
ფეხმორთხმით ზის და
მოსთქვამს იაკობ:
- ტანჯვას მოგაწევს ხვალ პიტიახში!..
ო დედოფალო!
უარყავ რწმენა -
კვლავ ჩაგქირქილებს მარტვილს სატანა,

... და წუთით, თითქო, დაგეხშო სმენა...
უბრძნებ სხეულს მეტის ატანას...
ო დედოფალო!
იცვალენ მხარი,
თორო - დაწყლულდენ წყლულზე წყლულები.
დასთმე სასახლე და შმაგი ქმარი...
ვითა ბრჭყვიალა სამკაულები...
გარეთ ქარია...
ხორშაკნი ქრიან,
ევლება სენაკს ნათლისღებანი,
ო დედოფალო!
სხეული გტკივა
თუ ცოდვილ შვილთა შეცოდებანი?!

??????