მამფორია ოთარ
გაზიარება

ნატერფალები 

 

ამაოდ გეძებ, მაინც არ ვცხრები,
თბილისში არ ხარ, ფიქრებს დავნებდი.
დახურულია შენი ფანჯრები,
როგორც ძილის დროს შენი თვალები. . .

ეს მეეზოვე, დილაადრიან
შენი სახლის წინ ხვეტავს ქვაფენილს.
ახლა მე მასთან ყოფნა მწადია,
მას ვესაუბრო, სხვა არაფერი.

არა, არ ვეტყვი, ასე თუ გეძებ,
მხოლოდ მივალ და დავესალმები – 
და ვთხოვ ამ კიბის საფეხურებზე
დასტოვოს შენი ნატერფალები...

1953

 

??????