მწყემსი ცხვრის ტალღებს მიდენის სტვენით, წამოუნთიათ ატმები შუკებს... ნეტავი რაღა დრო არის წყენის, როცა ალერსით სავსე ვარ უკვე. დღე მიდის, მიდის ხვალით დევნილი, მზის წარღვნა წასკდა ცის კალთა-უბეს, კავკასიონი ხარირემივით ქორბუდა რქებზე იფხრეწავს ღრუბლებს.