მორჩა, ვეღარ იტანს გული აღვირს, გრძნობები ჰგვანან ცხენებს გასახედნებს; მე ძლივს ვიგერიებ მგლების ალყას, შენ კი, უგუნურო, რას აკეთებ?! ვაიმე, ურჯულომ არ მიყიდოს, თვალი ქართული ცის გაჰყვა ლივლივს... საბას გამოჩენას ველოდები, სტამბოლის ბაზარზე გაყვანილი.