* * * "ეჰ, ძვირფასო გზებო"
ვუცქერ უცნობ და თანაც ნაცნობ ქალს უკვე ბებერს, - პირველ სიყვარულს და პირველ ვნებებს, მრავალზე მრავალ წლების იქით უხმოდ შთენილებს.
ღელვების ღელეს შუბლ-ლოყებზე ჩამორბენილებს, საით ვიარეთ, სად მოვედით, რაღაა აწი? - თვალებით თვალებს ვეკითხებით ქალი და კაცი.
|