ვინმემ რაიმე წამართვა განა (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
ვინმემ რაიმე წამართვა განა,
ცალ -ცალკე რომ ვართ, ამითაც ვტკბები!
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი კილომეტრები.
ვიცი, მადლი გვაქვს არაერთგვარი
და მ ე პირველად, თქვენს წინ ვყუჩდები.
რას გეუბნებათ, ჭაბუკ დერჟავინს
ჩემი ლექსები გამოუცდელი!
საშიშ გაფრენას ეწეროს ჯვარი,
გაშალე ფრთები, ლაღო არწივო!
შენ მზეს , მცხუნვარეს უსწორე თვალი,
მე განა შემრჩა მზერა ყმაწვილის?
ნაბიჯებს თქვენსას ვინ უთვალთვალა
ამგვარ სინაზით და თავდადებით...
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი წელიწადები.