Litclub.ge

ვინმემ რაიმე წამართვა განა (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ვინმემ   რაიმე   წამართვა   განა,

ცალ -ცალკე  რომ  ვართ,   ამითაც  ვტკბები!  

გკოცნით,   ჩვენს   შორის   ახლა   ჩამდგარა

შუა   გამყოფი   კილომეტრები.

 

ვიცი,   მადლი   გვაქვს   არაერთგვარი

და      პირველად,   თქვენს   წინ  ვყუჩდები.

რას   გეუბნებათ,   ჭაბუკ   დერჟავინს

ჩემი   ლექსები   გამოუცდელი!

 

საშიშ   გაფრენას   ეწეროს   ჯვარი,

გაშალე   ფრთები,  ლაღო   არწივო!

შენ   მზეს ,  მცხუნვარეს   უსწორე   თვალი,

მე   განა   შემრჩა   მზერა   ყმაწვილის?

ნაბიჯებს   თქვენსას   ვინ  უთვალთვალა

ამგვარ   სინაზით  და  თავდადებით...

გკოცნით,   ჩვენს   შორის  ახლა  ჩამდგარა

შუა   გამყოფი   წელიწადები.