დეკანოზიშვილი ნუციკო
გაზიარება

მარტივი ბედნიერება 

მიუხედავად ყველაფრისა, ძილის წინ,
როცა თოვლიანი ქუჩა სუდარას მაგონებს,
ყინული-ტყუილს,
მე ვკითხულობ:
დედის ლოცვას (ნეტავ, თეკლას სძინავს?),
შვილის ლოცვას (დედა, ალბათ, დაიღალა),
ლოცვას სნეულთათვის (ჩვენ სნეულები ვართ),
სამშობლოსათვის (ღვთისმშობელო, დაგვიფარე),
მიცვალებულთათვის (მამა და... ),
სულიერი მოძღვრისათვის (ალავერდელი მიტროპოლიტი);
და ვტირი ჩემი უმადურების გამო-
-ამხელა სიმდიდრის პატრონი,
ღარიბივით ჩამქრალი თვალებით 
რომ დავდივარ და 
სიცოცხლის მეშინია,
სიკვდილისაც...
მერე, ვაყოლებ ოპტინელი ბერების ლოცვას;
"უფალო, მომეც მე ძალი,რაითა სრულიად 
მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა."
და ქრისტეშობას ვსუნთქავ-
-თოვლი ბავშვობას მაგონებს,
ყინული-სრიალს.

??????