* * * გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს ექსკლიუზივი
* * *
გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს, ცარიელდები, როგორც ხვიმირა, დამუნჯებული მუშების სათქმელს უსიტყვოდ ამბობს შავი ყვირილა.
სულ შენზე ვფიქრობ, როცა გშორდები, გინდ შემაყარონ თვალში ნაცარი, ჭიათურაა ჩემი მშობელი, თბილისი ჩემი დედინაცვალი.