* * *
გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს,
ცარიელდები, როგორც ხვიმირა,
დამუნჯებული მუშების სათქმელს
უსიტყვოდ ამბობს შავი ყვირილა.
* * *
სულ შენზე ვფიქრობ, როცა გშორდები,
გინდ შემაყარონ თვალში ნაცარი,
ჭიათურაა ჩემი მშობელი,
თბილისი ჩემი დედინაცვალი.