* * * "სულში გამყმუის"
სულში გამყმუის ქარი აშარი, და მზერა ისევ შხამში იწება, დავრჩი ერთი კლდის ფინჩხა- ნაშალი და ერთი ლექსის შეკოწიწება...
გუმანით ვეძებ ბოლო საბუდარს. კართან მიბია ხსოვნა მსახურად, და ვწვალობ ასე- კუბოს, საკუთარს, საკუთარ ხელით ვარგებ სახურავს...
|