გზაზე ფოთლები ყრია
გზაზე ფოთლები ყრია, მიეჩქარება სწრაფი, ვით გაზაფხული მღვრია, მდინარეების ქაფი.
შორი ნანგრევის კეფა სჩანს, ქარიშხალი ნახა; ისმის ძაღლების ყეფა, რომ... გამახსენდა... აჰა!
მაგრამ ჩემს გულში მჯერა სუნთქვა ახალი ქროლის, გამარჯვებული მღერა გამარჯვებული ბრძოლის.
1916
|