გზაზე ფოთლები ყრია,
მიეჩქარება სწრაფი,
ვით გაზაფხული მღვრია,
მდინარეების ქაფი.
შორი ნანგრევის კეფა
სჩანს, ქარიშხალი ნახა;
ისმის ძაღლების ყეფა,
რომ... გამახსენდა... აჰა!
მაგრამ ჩემს გულში მჯერა
სუნთქვა ახალი ქროლის,
გამარჯვებული მღერა
გამარჯვებული ბრძოლის.
1916