გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

„მონტეგებსა“ და „კაპულეტებს“ - ყველა ღირსეულ პოეტს ექსკლიუზივი

რომ არა გძულვარ - ცოტაა,
დღეს საჭიროა მეტი;
უნდა გიყვარდე, მონტეგ,
ლამაზი კაპულეტი!

რა შუაშია მოყვრობა, - 
„ჩულჩუტი“ ჯულიეტა;
ვინც სადმე კაპულეტია,
უნდა გიყვარდეს, მონტეგ!

თორემ ქაფქაფა რიოში
მოდის და მოყელყელაობს;
ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, - 
ამინდია და, - ხელაობს.

შემოგვიშენებს ტიხარს 
ათასი აბუეტი;
ხვდებიან - მონტეგი ხარ!
მე კიდევ - კაპულეტი!

უჩინო გვარებით და
უფულოსაფულეთი -
შენ მაინც მონტეგი ხარ!
მე მაინც  -  კაპულეტი!

ამოკემსილი თიხა
ნერვების კაპუეტით -
რას იზამ... მონტეგი ხარ!
მე კიდევ - კაპულეტი!

უკვე მოგვბეზრდა ქვეტექსტის
წლების წიაღში დება;
ვიცი, შენ ხვდები ყველაფერს...
ყველა მონტეგი ხვდები.

რომ არა გძულვარ, - ცოტაა,
დღეს საჭიროა მეტი;
ვინც სადმე კაპულეტია,
უნდა გიყვარდეს, მონტეგ!

ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, - 
ამინდია და , - ხელაობს;
მოჰქუხს ჭუჭყი რიოში,
მოჰქუხს ჭუჭყი და მოყელყელაობს.

სევდის უფსკრულში გდიხარ
სისხლიან ამულეტით...
დიახ! - შენ - მონტეგი ხარ!
დიახ! - მე - კაპულეტი!

??????