* * * მიდიოდა ქუჩა-ქუჩა ექსკლიუზივი
მიდიოდა ქუჩა-ქუჩა ზეინკალი უჩაქჩო, არ ფიქრობდა მისამართზე, მოერია სიზარმაცე. გააბოლა „ბელამორი“, მზერა ქონდა ელამური, მზეს შეხედა, გაუკვირდა - მზეს ტოტები დაუკვირტავს, მანქანა რომ დასრიალობს, ნახევარი ტაქსიაო. მითქმა-მოთქმა, მოთქმა-მითქმა, მიდიოდა რითმა-რითმა.
1956
|