მიდიოდა ქუჩა-ქუჩა
ზეინკალი უჩაქჩო,
არ ფიქრობდა მისამართზე,
მოერია სიზარმაცე.
გააბოლა „ბელამორი“,
მზერა ქონდა ელამური,
მზეს შეხედა, გაუკვირდა -
მზეს ტოტები დაუკვირტავს,
მანქანა რომ დასრიალობს,
ნახევარი ტაქსიაო.
მითქმა-მოთქმა, მოთქმა-მითქმა,
მიდიოდა რითმა-რითმა.
1956