ტურამ წააცანცალა
ტოროლა და ოლოლი მიდიოდნენ ორ-ორი.
მწყერმა უთხრა ყუტყუტით: სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!
ერკემალი გაწყრა: გაიარონ ცხრა-ცხრამ!
თხა კი წვერის ცანცარით ურჩევს: წადით ცალ-ცალი!
გაწიწმატდა ტოროლა: ნუღარ ვივლით ორ-ორად!
გაიარეს ცალ-ცალად, ტურამ წააცანცალა!
|