Litclub.ge

ტურამ წააცანცალა
ტოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.

მწყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!

ერკემალი გაწყრა:
გაიარონ ცხრა-ცხრამ!

თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: ­ წადით ცალ-ცალი!

გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!

გაიარეს
ცალ-ცალად,
ტურამ წააცანცალა!