* * * ნაცნობებს ვკარგავ ექსკლიუზივი
ნაცნობებს ვკარგავ, ვკარგავ მეგობრებს, - ფრთებს, ლიანდაგებს, დარდებს. ბედს – უკანასკნელ იმედს ბალღივით წყალში კენჭივით ვაგდებ.
განძარცული ვარ და ვარ ყარიბი, გულო, თქვი რაღაც, გისმენ... ვაი რომ უკვე მეტრიც გამირბის და შენ ერთს გებრძვი ისევ.
|