აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

ფურცელზე წერა მომენატრა,უბრალოდ წერა 

ფურცელზე წერა მომენატრა...მუხურის ეზო...
ჰამაკი...ბევრჯერ წაკითხული გრანელის ლურჯი
წიგნი და... ყვითელგულიანი ჩიტები ხეზე...
ბიძაშვილები-თაგვებივით შესული ბუჯერს...

ხალმიდან ყველის ამოღება და მერე ჭიშკარ-
გადაღმა ფრთხილად გადაპარვა,ბიჭებთან ძუსის
სანაპიროზე ცოფიანი არაყით "თიშვა"...
თხმელებში- ბანქო,სიგარეტი და სამი ტუზი.

საერთოდ წერა მომენატრა...მსუბუქად წერა...
მწვანე მინდორი...მოლოდინი გვალვაში ავდრის;
მე ახლა ზემო ვარკეთილში დივანზე ვწევარ
და ზედვაკეში მარტო ჩემი ოცნება დადის.

ფურცელზე წერა მომენატრა,უბრალოდ წერა...

??????