გახსოვს?
გახსოვს, გოგო რუსიკელა, რომ დავრბოდით ტრუსიკელა? მე ვარ, ბიჭი ზაზუნია, რომ დამარქვი ბრაზუნია. გახსოვს ეზო ბზებიანი, იებ-კოინდრებიანი? გახსოვს ჩვენი ნატრულეთი? ჩვენთან მოთამაშე ღმერთი? აღარ გინდა ისევ განა ვითამაშოთ დიდობანა?.. თუმცა, ნეტავ, დაიკონა, გვათამაშა ბავშვობანა. 2006
|