გახსოვს, გოგო რუსიკელა,
რომ დავრბოდით ტრუსიკელა?
მე ვარ, ბიჭი ზაზუნია,
რომ დამარქვი ბრაზუნია.
გახსოვს ეზო ბზებიანი,
იებ-კოინდრებიანი?
გახსოვს ჩვენი ნატრულეთი?
ჩვენთან მოთამაშე ღმერთი?
აღარ გინდა ისევ განა
ვითამაშოთ დიდობანა?..
თუმცა, ნეტავ, დაიკონა,
გვათამაშა ბავშვობანა.
2006