ანთაძე ცისანა
გაზიარება

* * * მახსოვს, ლექსი დამიწუნე ექსკლიუზივი

მახსოვს, ლექსი დამიწუნე, _
_ სიყვარულზე არ წერო,
რად ვერ გაჰყევ გრძნობებს ცამდე,
ან ამურს და ან ეროსს.

გიპასუხეთ _ რა ბრალი მაქვს,
ან ლექსს რატომ შერისხავთ....
შეცდომა არ დამიშვია
ციდან გადმოწერისას.

თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ,
მომიტევოს სამყარომ...
სიყვარული ცის იაა,
ლოტოსივით არ ხარობს!...

??????