მახსოვს, ლექსი დამიწუნე, _
_ სიყვარულზე არ წერო,
რად ვერ გაჰყევ გრძნობებს ცამდე,
ან ამურს და ან ეროსს.
გიპასუხეთ _ რა ბრალი მაქვს,
ან ლექსს რატომ შერისხავთ....
შეცდომა არ დამიშვია
ციდან გადმოწერისას.
თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ,
მომიტევოს სამყარომ...
სიყვარული ცის იაა,
ლოტოსივით არ ხარობს!...