ლებანიძე მურმან
გაზიარება

* * * ორმოცდაათის მერე 

ორმოცდაათის მერე
ვატყობ, ადვილად ვთვრები.
ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ
ჩემი პატარა მტრები.

ხომ ისევ იმას წერენ,
ვლიან იმავე გზებით -
ორმოცდაათის მერე
შემწყნარებელი ვხდები.

დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,
ვატყობ, დამოკლდნენ წლები ...
ეს სიბერეა, ალბათ!
ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!
 
1978

??????