* * * შენ ხარ ჩემი ჯილდოც
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”
1982