ბავშვის დაკრძალვა ექსკლიუზივი
ის, არსაიდან მოვლენილი,არსაით მიდის. თანდაყოლილი უნდობლობით, შიშით და რიდით - ნიბლიასავით, ერთი წამით ჩამოჯდა სარზე და გაქრა კიდეც... არც ყოფილა თითქოს საერთოდ. არარსებული სიხარულით და შვებით სავსე, არარსებული სოფლისაკენ მიჰყავს ფაეტონს.
1980