ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

პოეტი 

თითქო დღეს გაჩნდა სწორედ და
ფეხიც დღესა აქვს ადგმული _
უნდა თქვას რაღაც ისეთი _
ჯერ არავისგან ართქმული...

სიტყვაა მისი მხსნელიც და
უფსკრულში მისი დამნთქმელიც,
მშვენიერიც და მახინჯიც _
თან _ არმთქმელი და თან _ მთქმელი...

??????