* * * მწარე იმედო და ტკბილო შხამო
მწარე იმედო და ტკბილო შხამო-
თუკი აქამდე მწამდი, გმალავდი -
მიზეზთა გამო და სხვათა გამო,
წყეულიც იყავ აქ და მარადის.
დავკარგე შენი შიშიც და ხათრიც,
გარდამოვიხსენ ჯვრიდან სხეული,
და სადღაც გული ფეღქავდა ადრე,
სიცარიელე დგას მტკივნეული.
აღარ მსურს შენი თეფშიდან ვჭამო,
ან შევიმოსო შენი ხალათით...
მწარე იმედო და ტკბილო შხამო,
წყეულიც იყავ აწ და მარადის.
1977