ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * რომ დაინახო 

რომ  დაინახო  და  გაგიხარდეს,
რაღაცა  მაინც  უნდა  გიყვარდეს.

რაღაცა  მაინც  უნდა  გჯეროდეს -
ნაძალადევად  რომ  არ  მღეროდე.

ტყუილუბრალოდ  რომ  არ  იღწვოდე -
რაღაცა  მაინც  უნდა  იცოდე,

რაღაცა  მაინც  უნდა  გახსოვდეს -
რომ  არ  დანებდე  მტერს  არასოდეს.

1969

??????