ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * სიკვდილი მოვა ადრე თუ გვიან ექსკლიუზივი

სიკვდილი მოვა ადრე თ გვიან,
ის რახანია მოდის და მოდის...
არ უშნდება ჩვენს თვალთა ბრიალს,
არ ესმის ჩვენი ღელვა და შფოთი.

ჩვენ კი ჩვენივე ქვეყნის და ერის
სიპარატივით ვართ აღზნებულნი,
კბილით გვიჭირავს ფუძე და ჭერი
და დაფეთებულ ვარსკვლავთ კრებული.

ჩვენც გვჭამს წარსულის ნესტი და ობი,
ჩვენც დაგვტრიალებს წარსულის ნისლი,
ჩვენც გაჟღენთილნი ვართ მწარე გრძნობით,
როგორც დაჭრილის პერანგი  - სისხლით.

ერთი ღვთაება გვღუპავს და გვშველის,
ერთი ოცნება გვთუთქავს მზესავით...
და იქნებ მივცეთ ერთმანეთს ხელი -
ერთმანეთისთვის დანის მლესავი!

1968

??????