სარკე გარდაცვილილი მეგობრის ოთახში
გელა გაბუნიას ხსოვნას
იმ დღესაც ჩუმად იდგა კედელი
და ჩრდილიც ჩუმად იწვა კარებთან
და სარკე,როგორც ზედამხედველი,
ჩემს სიმარტოვეს უთვალთვალებდა.
გაქვავებული წყაროა სარკე:
ვერ ზიდა გული და აღარ უცემს
ვერ გაარკვია და აღარ არკვევს
ჩარჩოში როგორ აღმოჩდა უცებ.
და უკვე თავის ბედს შეჩვეული,
ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ ვულკანს
ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ სხეულს
დაუფიქრებლად აბრუნებს უკან.
იმ დღესაც....მაგრამ რა დროს სარკეა,
მე სიტყვა განგებ გადამაქ მხოლოდ,
რომ აბრეშუმის ჭიის პარკივით
არ გასკეს გულიც,ბოლოს და ბოლოს
არ ავიწყდება გულს არაფერი,
თანაბრად ახსოვს კარგიც და ცუდიც:
როგორც იდუმალ ცაში აფრენის;
ისე მიწაზე დაშვების წუთი ....
1963