ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * გათავდა! 

                       წარწერა ეკწიუპერის წიგნზე

გათავდა! უკვე ახლოა სახლი,
სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც
და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,
უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.
და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_
ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,
რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს
კაცი, რომელიც სჭირდება მიწას.თბილისი
მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო ერც ერთი წუთით.

1958 

??????