შინაბერა დობილის ლექსი
(თითქმის ექსპრომტი. თითქმის დაკვეთით:
“ე ბიჭო, მეც მომიძღვენი ერთი ლექსი”...).
გულდაწყვეტილი გაჰყურებ
ამურის ისრებს აცდენილს...
გრძნობ: ვეღარასდროს გაცდუნებს
ბრძნული სურვილი შეცდენის....
ჩაკეტილს საგულდაგულოდ _
არც მზე გაკლია, არც დენი...
მაინც _ წუხილი არავის
ჰქონია, ალბათ, ესდენი...
ბოლავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის...
დარდისგან დამეხილი და
დაღლილი დუმს ბუდუარი.
თუ გსურს! ან როსმე თუ გსურდა!
თუ იცი! ანდა თუUარის!
რა ყოჩაღია სატანა,
ღმერთი რა უღმერთო არის!
რამდენი ცრემლი გაწვიმდა,
რამდენი ფიქრი გათოვდა!
“ჰკითხე, თუ და ხარ, იმ ჯოჯოს _
რა იყო... როგორ გათხოვდა...”
შენ ვინ გეტყოდა საბრალოს _
ზოგჯერ რომ შუქიც ჰყინავდა...
შენ რა იცოდი, გულჩიტამ _
ზოგჯერ ყინულიც ათბობდა...
ცრემლი, წაშლილი ცრემლებით,
ალერსი _ ალერსითვე...
შენი საბნები ვრცელები
ახურავს მხოლო მზითევს...
ბჟუტავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის!
რჩეულთა დამწუნებელი _
დგახარ და ელი უარესს.
არ გყვარებია ზოგივით
საცქერლად ჩხუბი მამლების!
სხვამ საიდუმლო ამდენი
ვინ იცის ღვთიურ წამლების!
მარად ბალღობის ნატრული _
ხან `ვრანგლერს~ იცვამ, ხან `ლევისს~
მაგრამ გაცვია ორივე,
“ე ბიჭო, მეც მომიძღვენი ერთი ლექსი”...).
გულდაწყვეტილი გაჰყურებ
ამურის ისრებს აცდენილს...
გრძნობ: ვეღარასდროს გაცდუნებს
ბრძნული სურვილი შეცდენის....
ჩაკეტილს საგულდაგულოდ _
არც მზე გაკლია, არც დენი...
მაინც _ წუხილი არავის
ჰქონია, ალბათ, ესდენი...
ბოლავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის...
დარდისგან დამეხილი და
დაღლილი დუმს ბუდუარი.
თუ გსურს! ან როსმე თუ გსურდა!
თუ იცი! ანდა თუUარის!
რა ყოჩაღია სატანა,
ღმერთი რა უღმერთო არის!
რამდენი ცრემლი გაწვიმდა,
რამდენი ფიქრი გათოვდა!
“ჰკითხე, თუ და ხარ, იმ ჯოჯოს _
რა იყო... როგორ გათხოვდა...”
შენ ვინ გეტყოდა საბრალოს _
ზოგჯერ რომ შუქიც ჰყინავდა...
შენ რა იცოდი, გულჩიტამ _
ზოგჯერ ყინულიც ათბობდა...
ცრემლი, წაშლილი ცრემლებით,
ალერსი _ ალერსითვე...
შენი საბნები ვრცელები
ახურავს მხოლო მზითევს...
ბჟუტავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის!
რჩეულთა დამწუნებელი _
დგახარ და ელი უარესს.
არ გყვარებია ზოგივით
საცქერლად ჩხუბი მამლების!
სხვამ საიდუმლო ამდენი
ვინ იცის ღვთიურ წამლების!
მარად ბალღობის ნატრული _
ხან `ვრანგლერს~ იცვამ, ხან `ლევისს~
მაგრამ გაცვია ორივე,