* * * სატრფოც ვარ ექსკლიუზივი
სატრფოც ვარ, მეტრფეც, ვისაც ვეტრფე ის მეტრფიალა,
სიტურფე მისი, მე მეკუთვნის თხემ-ტერფიანად
ვარ მეგობრებში, პურს ვირიგებთ ერთი გობიდან,
ერთ ჰანგსა ვმღერით, რიგრიგობით ვცლით ერთ ფიალას
მაგრამ ლხინის ბანგს თუ ტკივილის შხამს არ შეურევ
უფალო, ასეთ სიცოცხლეზე მე გეტყვი არას.
1973 სამარყანდი