თინაშვილი მარი
გაზიარება

უცნობი უფლისწული 

საღამოს რვა საათი იქნებოდა, როცა ლიონში, პატარა კაფეში შეკრებილი ფრანგი მფრინავები ვაშლის არაყს წრუპავდნენ და ფრონტზე მიმდინარე ამბებს განიხლავდნენ. მათგან მოშორებით, ფანჯარასთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. თხელი თითებით ფანჯრის მინაზე უცნაურ ფიგურებს ხატავდა და შიგადაშიგ ცხელ შოკოლადს მიირთმევდა. ამ „არადედამიწელს“, როგორც მას სამხედრო დანაყოფში უწოდებდნენ, ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველა კაფეში შემოსულ კურიერს ათვალიერებდა. -მისტერ ვერტს ვეძებ - თქვა მან. -მე გახლავართ - წარმოთქვა ფანჯარასთან მჯდომმა. -თქვენთვის გზავნილია - კურიერმა პატარა პაკეტი გადასცა მამაკაცს. ლეონმა ამანათი გახსნა. შიგნით ბავშური ნახატებით გაფორმებული, პატარა წიგნი აღმოჩნდა. „ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.“ ეწერა წიგნის პირველსავე გვერდზე. ცოტა დაბლა კი გაკრხული ხელით იყო მიწერილი- "შენი მეგობარი ანტუანი".

??????