გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

არაფერი ექსკლიუზივი

არაფერი, არაფერზე, არაფერი მეტი,
სიყვარული-სიყვარულზე ღრმად რომ განგვიმარტეს...
ადგება და არაფერზე მოგაძახებს კრეტინს
მეზობელი აივნიდან გადამხტარი მარტი.
არავისთან არავისზე, არავისი წყენა
წაუღია შენი ჭირიც, მიკვდომია ძაღლი,
საფლავში თუ საფლავს მიღმა ძალად მემარცხენე,
არაფერი არაფერზე, არაფერი მაღლა,
არ დგას, არა, დამიჯერე, ილუზია ნიღბავს,
ასე ძლიერ ნუ ენდობი ილუზიის ნაღმებს,
არაფერი დამიჯერე, არაფერის მიღმა,
ყველაფერი ჩამოჭკნა და ყველაფერი გახმა.
სიმარტოვე-სიმარტოვის სიმარტივით ღეჭვა,
რომ ეს ხილვაც, არაფერი გარდა მხოლოდ ხალვის,
ძველ ლამბაქზე დადებული, რამე იყოს ვეჭვობ,
სიგარეტიც-სიმარტოვით ღალვა.
როცა მართლა არაფერი, `არაფერზე~ მწყობრი
არ არსებობს! არსებობის არსებული განცდა,
გეუფლება უძილობის უცილობელ მცხოვრებს,
რომ საზღვარი მოთმინების, ყველა საზღვარს გასცდა.
არაფერი... არაფერი...

??????