გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

მიპატიებია ექსკლიუზივი

ალბათ შენს ეზოში ახლა იებია,
ზიხარ და სამყაროს თვალებით აბერებ
მიპატიებია, მიპატიებია,
მიპატიებია დღემდე ყველაფერი.
მიპატიებია შენთვის უჩვეულო,
სიცრუე თვალებში ფარვით რომ ბრიალებს,
რომ ცდილობ დამალო და მაინც ვპოულობ
დაცემის თოვლივით ცივ ინიციალებს.
მიპატიებია, როგორმე ავიტან,
რა ვქნა, თუ ყველაფერს ფეხებით შედექი.
ოდესღაც ყველანი ვიწყებით თავიდან
ჩვენივე დაშვებულ, შეცდომის შედეგად,
ალბათ შენს ეზოში ახლა იებია
მიპატიებია... მიპატიებია...

??????